Saturday, June 3, 2017

მე-9 დღე

ჩემი პორექტის პორტფოლიო - "ჩემი სოფელი"

ეს ტრენინგ მოდული დამეხმარა გავცნობოდი პროექტით სწავლებას. გავეცანი რომ მოსწავლე არის თავად ჩართული სასწავლო პროცესში, ხოლო მასწავლებელი არის დამხმარე ფასილიტატორი.პროექტული სწავლება მოსწავლეს უვითარებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს. კურსის გავლისას გავეცანი სხვადასხვა  სახის შეფასებებს, შეფასების რუბლიკებს, ჩეკლისტებს.შევასრულე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.
  ეს მოდული დამეხმარა, როგორ წარვმართო ჩემი პროექტი ისე, რომ მოსწავლეებს განუვითარო მაღალი დონის სააზროვნო უნარ-ჩვვები.მოდული იყო ძალიან საინტერესო და აქტიური.ბევრს ვმუშაობდით პრაქტიკულად. ბოლოს მოვახდინეთ ჩვენს მიერ შექმნილი პორთფილიოს, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაცია.
   ბოლოს მინდა მადლობა გადავუხადო ქალბატონ ნინოს ასეთი საინტერესო ტრენინგის ჩატარებისათვის. ამ დროის მანძილზე ის ზუსტად და ამომწურავად გვაწოდებდა მასალას.
    მადლობა მას გაწეული შრომისათვის.




                                                                

მე-8 დღე

ამ მოდულმა დამაფიქრა რამდენად მნიშვნელოვანია ეფექტურად დასმული  საკვანძო შეკითხვები პროექტის განმავლობაში. გავუზიარეთ საკვანძო შეკითხვები და მივიღეთ  უკუკავშირი, რის შედეგადაც მოვახდინეთ ცვლილება  გეგმაში საკვანზო კითხვებთან მიმართებაში.გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, რომელიც დამეხმარა შემექმნა საკუთარ პროექტზე მორგებული ფასილიტაციის ნიმუში.

Thursday, May 25, 2017

მეშვიდე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი-ჩეკლისტი
  მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მასწავლებლისა და  დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით. ელექტრონულ ფორმატში შევქმენით სავარჯიშო-ჟურნალი, სქემა, რომელშიც მოცემულია კონკრეტულად ინსტრუქცია.არის მინიშნებები, რომლის წაკითხვისშემდეგ ბავშვი დამოუკიდებლად შეძლებს შეასრულოს სავარჯიშო და განავითაროს თვითრეგულირების უნარი. გეგმის შაბლონში შევიტანე დიფერენცირებული სწავლების  მიდგომები, არაქართულენოვანი, ნიჭიერი  და სპეცსაჭიროების ბავშვებისათვის.
   ეს მომცემს საშუალებას ყველა ტიპის მოსწავლე ჩავრთო საპროექტო აქტივობებში.

Tuesday, May 23, 2017

მე-6 დღე

მიმდინარე მოდული დამეხმარა გამეანალიზებინამოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები, რამდენიმე თვალსაზრისით.პორთფოლიოს რუბლიკა დამეხმარა ჩემს კოლეგას შევუფასო და მივცე განმავითარებელი კომენტარი. ვიუვერში ვნახეთ შეფასებისა და ინსტრუმენტების მოკლე აღწერა, რომელიც იყო წილადების პროექტში.პროექტის გეგმის შაბლონში გავაკეთე ცვლილება მოკლე მონახაზით, ჩემს მიერ დაგეგმილ შეფასების მეთოდებისა. მოსწავლის სავარაუდო ნაშრომისათვის გამოვიყენე რუბლიკა წელიწადის დროები, რომელსაც ადპტირებას გავუკეთებ და შევქმნით შეფასების ინსტრუმენტს, რომელიც მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შესაფასებლად მჭირდება.

Saturday, May 20, 2017

მე-5 დღე

ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესში, ვისწავლეთ როგორ ავითვისოთ პროექტი ბლოგზე.მოვახდინეთ წყვილებში პროექტის პრეზენტაციის ურთიერთ შეფასება განმავითარებელი კომენტარების სახით.გავეცანით სხვადასხვა საზიებე სისტემებს.ვისწავლეთ ინტერნეტში ვებსაიტის მოძებნა და ბუკმარკით დამახსოვრება. შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი. მადლობა ამ დღისათვის ქალბატონ ნინოს
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი

Sunday, May 14, 2017

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების ფორმების  გამოყენება რამდენიმე თვალზსაზრისით.. განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია თავისი მეთოდებით მიზნებითა და ინსტრუმენტებით, რაც საშუალებას მომცემს შევაფასო მოსწავლეები პროექტის წარმართვისას. ავაწყე ჩემი პრეზენტაცია, რათა კოლეგებთან კონფერენციაზე წარვადგინო ჩემი პრეზენტაცია.
ჩემი პროექტის პრეზენტაცია

Saturday, May 13, 2017

მესამე დღე

ეს პროექტი დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით. მოვარგე შედეგები ე. ს. გ.ინდიკატორები. შევიმუშავეთ მიზნები და ამოცანები. გავერე პროექტის მთავარი მიზნები, რომელიც მოვარგე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.საკვანძო შეკითხვები დამეხმარებაპროექტის შინაარსის სიღრმისეულად გაგება-გააზრებაში.